კობახიძის ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, საუბრობს.
გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილი ამ გუნდით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
”როცა კობახიძე საუბრობს, მე არ ვთვლი, რომ კობახიძე საუბრობს. ის აჟღერებს ბიძინა ივანიშვილის სათქმელს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ყველა სიტყვაზე დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი თუ ამ ქვეყანაში, აი ამ ხალხით ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებს, მე მგონი, ეს ილუზია არ უნდა ჰქონდეს მას შემდეგ, რაც რუსების მხარეს გადავიდნენ.
რუსულ მთავრობას და რუსულ პოლიტიკურ პარტიას ამ ქვეყანაში დიდხანს არავინ არ გააჩერებს“. – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელებს ე.წ. ნასედკები, დაშანტაჯებულები და გაკოტრებულები უწოდა.
ტვ პირველი