მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“მნიშვნელოვანია ის, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პროროსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები.
თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის სიით პარლამენტში 4 დეპუტატის შესვლასთან დაკავშირებით. პარლამენტში შევიდნენ ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ისინი პარტიას ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ ძალას – ევროპელ სოციალისტებს ქმნიან.”