პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან – სტოლტენბერგი

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მოსალოდნელი მიღება უგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს პრეზიდენტს პუტინს, რომ ნატოს კარი ღიაა. უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატო-ს შემდეგი გაფართოების. მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან. ის, რასაც იღებს პუტინი, არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა.

თქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share