თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთანაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1-2 ივლისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.