“ქართული ოცნების” დეპუტაციასა და ათამდე ზონდერ მოჭიდავეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელმა, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, მმართველი პარტიის ოზურგეთის შტაბის წინ თავი დაახლოებით დღის 13 საათზე მოუყარა.
როცა ჟურნალისტები ადგილზე მივედით, დარჩია ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადიოდა შეხვედრის მონაწილეებთან.
პარლამენტარების, ხატია დეკანოიძისა და ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა ევროკავშირის მხარდამჭერებთან 15 საათზე ოზურგეთის საკათედრო ტაძართან, ზაზა დამენიას საფლავის გვერდით პარკში დაიწყო.
დაწყებისთანავე ხატია დეკანოიძესთან, რომელიც სიტყვით გამოდიოდა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ოცნებიდან” მარიკა ჩხიკვიშვილი მივარდა, ეს უკანასკნელი პარლამენტარს საუბრის საშუალებას არ აძლევდა, ჩხიკვიშვილს შემდეგ რამდენიმე ქალბატონი შეუერთდა ა(ა)იპიდან, მიუხედავად მათი სიტყვიერი შეურაცხყოფისა ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ ამ ქალბატონების გაძევება შეხვედრიდან შეძლო.
ამის შემდეგ უკვე ეკლესიის მხრიდან შეხვედრის მონაწილეებს ‘ალტინფოს” აქტივისტებმა და ოცნების მამაკაცმა დეპუტატებმა შემოუტიეს.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ დეპუტატები პაატა კიღურაძე, ლევან და გოჩა კილაძეები, ეროდი გორდელაძე.
ადგილზე იყვნენ მაგრამ შედარებით ნაკლებად ხმაურობდნენ გელა აროშიძე, ნინო ურუშაძე, ნუგზარ სარჯველაძე და ბექა თოიძე.
რამდენიმე მოჭიდავემ და იწყო შეხვედრის მონაწილეების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა.
მიუხედავად ადგილზე დიდი რაოდენობით მობილიზაციისა ოზურგეთის პოლიციისა და ოზურგეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანქანებიდან არ გადმოსულან.
თითქმის ერთსაათიანი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ხალხისაგან ნაცემმა “ქართული ოცნებისა” და “ალტინფოს” აქტივისტებმა სირბილით დატოვეს ინცინდენტის ადგილი, პარლამენტარებმა კი შეხვედრა გააგრძელეს.
მოგვიანებით, როგორც იქნა სამსახურეობრივი ავტომობილები დატოვეს და ადგილზე პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები მოვიდნენ.
ამის შემდეგ შეხვედრის ადგილიდან ას მეტრში, პოლიციელების უკან კვლავ შეგროვდნენ “ოცნების” დეპუტატების ნაწილი და შეხვედრის დასრულებამდე ხმა აღარ ამოუღიათ.