დღეს, ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ხატია დეკანოიძე და ლევან ხაბეიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც მათთნ “ქართული ოცნების” დეპუტატები და ა(ა)იპის თანამშრომლები მიიჭრნენ.
როგორც ლევან ხაბეიშვილი “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებს, “ოცნებას” შეხვედრის ჩასაშლელად მობილიზებული ჰყავდა საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები, რომლებსაც აკონტროლებდა გუბერნატორის მამა:
“ტაძრის ეზოშიც კი იკადრეს ზონდერების მოქსევა, მობილიზებული იყვნენ საკრებულოს დეპუტატები, მერიის თანამშრომლები, მათ აკონტროლებდა გუბერნატორის მამა, რომელიც ბოლოს ფაქტიურად გაიქცა. ეკლესიის ეზოშიც კი არ ერიდებიან ძალადობას და დაპირისპირებას, რათა მერე მოყვნენ, რომ ხალხი დაგვიპირისპირდა და რეალობაში, “ქართული ოცნების” გაზულუქებული ჩინოვნიკები მოგვიქსიეს. თუ ვინმეს არეულობა უნდა, ესაა “ქართული ოცნება”. – აცხადებს ხაბეიშვილი.