ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს “ოცნების” პარტაქტივი დაუპირისპირდა. მმართველი პარტიის დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აძლევდნენ შეხვედრების ჩატარების საშუალებას და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
როგორც “გურიის მოამბესთან” ხატია დეკანოიძე აცხადებს, ის რაც დღეს “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში გააკეთა, მათი სისუსტის გამოვლინებაა.
”გვქონდა შეხვედრა ჩვენს მომხრეებთან. ასეთ შეხვედრებს სულ ვატარებთ ჩვენ და მოვიდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები, კოორდინატორები და საჯარო მოხელეები, რომლებიც მობილიზებული ჰყავდათ და შეეცადნენ, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ. ჩვენ ახლა ვდგავართ ეკლესიის ეზოში, ზაზა დამენიას საფლავთან და ადამიანებს ვესაუბრებოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ექვს თვეში აუცილებლად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ის რაც დღეს “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში გააკეთა, მათი სისუსტის გამოვლინებაა.” – განაცხადა დეკანოიძემ.