ოზურგეთის შემდეგ, მორიგი შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლანჩხუთში გამართეს, სადაც “ოცნების” მხარდამჭერებმა ისევ სცადეს შეხვედრის ჩაშლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა წერს:
”ეს რად გიღირით? რის ფასად? საკუთარ თავთან რომ მარტო დარჩებით ნუთუ არ შეგრცხვებათ? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან,ჩვენ ხომ ვრჩებით?!ერთმანეთს ქუჩაში ხომ შევხვდეთ?! მესმის დავალებაა,მაგრამ რაღაცას როცა გავალებენ, საკუთარ თავს არ უნდა კითხო რად გიღირს მისი შესრულება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ჩვენს უკან ხომ ჩვენი ოჯახები დგას,ყველაზე წმინდა და ყველაზე ძვირფასი,იმათ რას ეუბნებით,სახლში პური რომ მოგიტანოთ იმიტო ვკადრულობო,რომ კოლეგებს ქუჩაში დახვდე და მას და მის სტუმარებს შეურაცყოფა ვაყენოო?! ბევრს უთქვია ზედმეტად გულუპრყვილო ხარო და მართალი ყოფილა.ის სამარცხვინო კადრები როცა ერთი საათით ადრე ოზურგეთში ვნახე,ჩემებს ვუთხარი ამას ლანჩხუთში არ იკადრებენთქო და თურმე მართლა რა ბრიყვულად გამომივიდა….(!)” – წერს ასკურავა.