”თუ ვინმეს უნდა, ნახოს როგორ გამოიყურება ჩასვრილი  ”ოცნება”, თვალი გადაავლეთ დღევანდელ შეხვედრებს”

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, დავით მჟავანაძე დღეს, ოზურგეთსა და ლანჩხუთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოცილურ ქსელში წერს:
”თუ ვინმეს უნდა, ნახოს როგორ გამოიყურება ჩასვრილი  ”ოცნება”,  გადაავლეთ თვალი როგორ დიდ გულზე მოცვივდნენ ჩვენს მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე და მერე როგორ კუდამოძუებული გავაპანღურეთ შეხვედრის ადგილიდან.
#ბორინკასმონებო ყველგან გაგაპანღურებთ სადაც გამოჩნდებით და დესტრუქციას მოაწყობთ.” – წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მხარდამჭერებს ხვდებოდნენ და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ, “ქართული ოცნების” წევრები კი მათ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share