პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოშევსკა საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას უსიამოვნოს უწოდებს, რადგან მან არაფერი გააკეთა რუსეთიდან დევნილ ბლოგერთან დაკავშირებით.
ინსა ოგუზმა 16 დღე საქართველო-რუსეთის საზღვართან გაატარა. პოლონური დიპლომატიის ქმედებების წყალობით ის უკვე უსაფრთხოდაა. მას თავშესაფარი ლიეტუვაში მსიცეს.
“საქართველოს ხელისუფლებამ არ მოახდინა რეაგირება ადამიანის უფლებათა დამცველის განაცხადზე, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებისაკენ.
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს გადამწყვეტი ქმედებები დასრულდა წარმატებით. ინსა უკვე უსაფრთხოდაა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ტოვებს უსიამოვნო გრძნობას…” – წერს პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.