ხელისუფლებას გათვლა აქვს ოცნების ამომრჩეველთა გამოთაყვანებულ ნაწილზე, რომელსაც აჭმევენ – ჯაფარიძე

”თუ რატომ გვაქვს პრობლემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ამაზე ღარიბაშვილსაც უსაუბრია და კობახიძესაც, თუმცა ამაზე უფრო მეტს სამთავრობო არხებზე ექსპერტები საუბრობდნენ, გათვლა არის იმ ხალხზე, რომელსაც მე ვეძახი, ოცნების ამომრჩეველთა გამოთაყვანებულ ნაწილს, რომლებიც ეგეთ რაღაცებს ჭამენ. ეს, რომ აკეთონ პარტიის წევრებმა გამოჩნდება ცუდად და ამიტომ გაუშვეს პარტიიდან ხალხი, დასავლეთიდან კრიტიკა თუ იქნება ისინი იტყვიან, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ფორმალობებით გვეთამაშებიან.”

ამის შესახებ პარტია “გირჩი მეტი – თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძე “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share