“როდესაც აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას 308 დეპუტატი აწერს ხელს, ეს სერიოზული ძალაა” – ამის შესახებ “ოცნებიდან” წასული დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში საუბრობს.
“როდესაც 308 დეპუტატი აძლევს ხმას აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას, ბუნებრივია, ეს არის სერიოზული ძალა, ეს არ არის ერთადერთი ძალა… ეს დაადასტურა თუნდაც იმან, რომ 200-ზე მეტმა დეპუტატმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც… მოდი ასე ვთქვათ, დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადალაგება, როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ 2023 წელს, ან 2024 წელს არავინ იცის, აი, ამ გადალაგებაში ყველას უნდა რომ შეინახოს თავისი ქვეყანა, გადაარჩინოს, მაგრამ ეს გადალაგება რომ სწრაფად მოხდეს, ამისთვის თუ ახლა ვიღაცა ომში ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოხდება ეს გადალაგება და ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ეს არის ჩვენი მიზანი” – ამბობს სუბარი.
სოზარ სუბარმა ორ თანაგუნდელთან, მიხეილ ყაველაშვილთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად “ქართული ოცნება” გუშინ დატოვა.