რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში “სპეცოპერაციის” მიზნები არ შეცვლილა. მან აღნიშნა, რომ ტაქტიკა, შესაძლოა განსხვავებული იყოს – სად გადავიდნენ ჯარები, რა ობიექტებს დაარტყან.
“მე ვუთხარი 24 [თებერვალის] დილას პირდაპირ საჯაროდ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს. არაფერი მაქვს დასამატებელი. არაფერი შეცვლილა”, – თქვა პუტინმა.
პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთის მიზანია “დონბასის გათავისუფლება” და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტი იქნება. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ “ოპერაციის” ვადაზე საუბარი არ ღირს.
“ჩვენ მშვიდად ვმუშაობთ, ჯარები მოძრაობენ, მიდიან იმ ხაზებზე, რომლებიც დასახულია ამოცანების მიხედვით. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თქვენ არ გჭირდებათ ვადებზე საუბარი, ეს არის ცხოვრება. ეს არის რეალური რამ. არასწორია გარკვეული ვადების მორგება. ეს გამოწვეულია საომარი მოქმედებების ინტენსივობით და ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია შესაძლო დანაკარგებთან”, – თქვა პუტინმა.