“საქართველოს მთავრობამ გადაიყვანოს სააკაშვილი საზღვარგარეთ…გაათავისუფლოს გვარამია…EU-მ და პარტნიორებმა სანქციები დაუწესონ ივანიშვილს”- IDU-ს რეზოლუცია

საქართველოს მთავრობამ გადაიყვანოს სააკაშვილი საზღვარგარეთ, გაათავისუფლოს გვარამია, EU-მ და პარტნიორებმა სანქციები დაუწესონ ივანიშვილს – IDU-ს რეზოლუცია.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ბერლინში მიმდინარე ფორუმზე მიიღეს რეზოლუცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.
IDU ( გმობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფის ნათელი მაგალითებია.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია იმედგაცრუება, რომ საქართველო – ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა – დღეს ვერ აკმაყოფილებს მისი ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელ კრიტერიუმებს, ხდება დემოკრატიული დღის წესრიგიდან გადახვევა და ძლიერდება ავტორიტარული და ანტი-დასავლური ტენდენციები.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
🔴 დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად;
🔴 დაუყოვნებლივ მისცეს შესაძლებლობა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ;
🔴 გაათავისუფლოს მედია მენეჯერი ნიკა გვარამია;
🔴 მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას, ასევე მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების რეპრესიულ მექანიზმად ინსტრუმენტალიზებას და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქის განუზომელი გავლენის უზრუნველყოფას.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო გლობალური პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია.
IDU შეიქმნა 1983 წ. მისი დამფუძნებლები იყვნენ მარგარეთ თეთჩერი, ჯორჯ ბუში (უფრ), ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი და სხვ.
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდიდან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share