ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგება საათნახევარში აღუდგება.
ამის შესახებ ინფორმაცია “გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაზე” დაყრდნობით, “გურიის მოამბეს”, ოზურგეთის მერიის პრეს სამსახურიდან მოგვაწოდეს. პრეს სამსახურის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტა “ენერგო პრო ჯორჯიაში” არსებულმა პრობლემამ გამოიწვია. “კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაკვანეთის მიმართულებით მომხდარი შემთხვევის გამო, “წყალკანალს” ელექტროენერგია არ მიეწოდება”.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება საათნახევარში, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს განუახლდება წყლით მომარაგება – გვითხრეს ოზურგეთის მერიაში.