ფილოლოგი გია მურღულია ღმერთსა და ეშმაკზე ძალიან საინტერესო ჩანაწერს გვიზიარებს:
“ღმერთი ამბობს: “ჩვენ”, ხოლო ეშმაკი ამბობს: “მე”.
ღმერთის ნათქვამში “მე” სრულად მოჩანს, ეშმაკის ნათქვამში არსად ჩანს “ჩვენ”.
ღმერთი აერთიანებს სახის დაუკარგავად, ეშმაკი ყოფს სახის შეუნარჩუნებლად.
ღმერთთან ერთად მთელი სამყარო შენთანაა, ეშმაკთან ერთად შეუცვალებელი მარტოობა გარანტირებული გაქვს.
ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სინათლის ანგელოზმა უფრო მეტი მოინდომა, ვიდრე ეკუთვნოდა.
ახლა ძალიან პოპულარულია სიტყვა “წარმატება” და ყველა მას ესწრაფვის. სახელძღვანელოები და ყველანაირი მოდგმის მასწავლებლები ყოველდღიურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა გავიღოთ ყველაფერი, რათა წარმატებას მივაღწიოთ ანუ საკუთარ თავს “წარვემატოთ”. ერთი შეხედვით, ეს “განვითარებას” ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, თანამედროვე კონტექსტით, უფრო “მოპოვებას” ნიშნავს.
ყველაფერს რომ მოპოვებას დაუქვემდებარებ, შესაძლოა ის დაკარგო, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია – ღირსება.
ყველაზე მეტად წარმატებული ადამიანი ის არის, ვინც, განვითარებასთან ერთად, არდასაკარგავს ნაკლებს კარგავს – განვითარებას მხოლოდ სიყვარულთან ერთად აქვს აზრი.
“ჩვენ” – სიყვარულია.
“მე” – ნარცისიზმი და ეგოიზმი.
“მე და შენ” მეტია, ვიდრე მხოლოდ “მე”.
ამის მიხვედრა ღმერთის შეცნობაა.
ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება, ვერაფერს ხვდება, ეშმაკის განცდის გარდა.
“მე და შენ” – ამით მივესალმოთ ახალ, 2021 წელს.
ეს არის ცნობიერება, რომელიც იმარჯვებს და ყველაზე მეტად სწორედ ის სჭირდება დღეს და მომავალშიც ჩვენს საქართველოს.”
“არტინფო”
მსგავსი სტატიები
- 94
ბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
- 94
საჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო…
- 94
მშობლები ბევრს ვფიქრობთ, როგორი ენით ველაპარაკოთ შვილებს, რომ კავშირი შედგეს მაშინაც კი, როცა თითქოს ჩვენი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. მიგვაჩნია, რომ დისციპლინა (ხშირად მკაცრი დისციპლინა) აუცილებელია, ჩვენს შვილებს კი ასეთი ხისტი მიდგომა არ სიამოვნებთ და აქვთ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ახლა ჩვენში იწვევს აგრესიას და ხდება კონფლიქტი, ან უარესი…
- 94
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…