ოზურგეთში “რუსული პოგრომის” ორგანიზატორი არჩილ თალაკვაძე იყო ხოლო ლანჩხუთში ნინო წილოსანი

გუშინ, პარლამენტარებზე, ხატია დეკანოიძესა და ლევან ხაბეიშვილზე ოზურგეთსა და ლანჩხუთში განხორციელებულ “პოგრომებს” ორგანიზებას “ქართული ოცნების” მთავრი საბჭოს წევრები, არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი უწევდნენ.

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში მიმდინარე განსხვავებული აზრის მქონე მოსახლეობის შეხვედრის დარბევას კოორდინაციას ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის, მარიკა ჩხიკვიშვილის მეშვეობით ახდენდა, ხოლო ნინო წილოსანი იგივეს ლანჩხუთში, ასევე ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის ნინო მშვიდობაძის მეშვეობით აკონტროლებდა.

დარბევების ფინანსურ უზრუნველყოფას კი გურიის მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე ახორციელებდა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ-“ქართული ოცნებიდან” მოგვაწოდა.

ცნობისათვის: გუშინ,

ხატია დეკანოიძეს და ლევან ხაბეიშვილს ოზურგეთში თავს დაესხნენ – ფოტოები

თავდასხმა დღეს, ოზურგეთის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავთან მოხდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პარლამენტის დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდნენ. შეხვედრისას წამყვანებთან “ქართული ოცნების” დეპუტატები და აიპის თანამშრომლები მიიჭრნენ და ხალხს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა პოლიციელები სამსახურეობრივი მანქანებიდან არ გადმოსულან.

“გურიის მოამბე” დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share