ხანძარი გაჩნდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანჭათის ტერიტორიაზე.
აკეთის თემის , სოფელ ჭანჭათში ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა, ცეცხლი გაველურებულ ჩაის პლანტაციას , ეკალ-ბარდებს და თხილის ხეებს გაუჩნდა.ხანძარი გავრცელდა 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით:
ამ დროისთვის გურიაში – ხანძრის 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.
კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.