“არ დაემორჩილოთ უკანონო დავალებებს… ემსახურეთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს“ – ასე მიმართავს პოლიციელებს პაატა ბურჭულაძე. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
მეგობრებო! ვისაც გსურთ შემომიერთდით და ამ დაძაბულ და საშიშ დღეებში მივმართოდ ქართველ პოლიციელებს. საქართველოს პოლიციელებო!
დღეს დიდწილოვნად თქვენზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი. თუ შესძლებთ და კანონიერად დაიცავთ წესრიგს ყველაფერი შედარებით წყნარად ჩაივლის.
თქვენ მოგეთხოვებათ, რომ დაიცვათ წესრიგი, რისთვისაც გიხდიან ხელფასს ის ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ, ხშირად, უკანონოდ გაკავებიებენ და არა იმას ვინც დამნაშავეა.
არ დაემორჩილოთ უკანონო დავალებებს! დღეს წყდება საქართველოს მომავალი და გახდით მისი ევროპული გზისკენ სწრაფვის თანამონაწილე! ემსახურეთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს!!! – წერს ბურჭულაძე.