“აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას”, – წერს აშშ-ის საელჩო მათ ტერიტორიაზე, ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, “ტვ პირველის” მფლობელს, ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.
TV პირველი და თავად ვატო წერეთელი საელჩოს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.