წერეთელმა პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ კი მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ოხანაშვილი

”ქართული ოცნების”  წევრი ანრი ოხანაშვილი, რომელიც ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხა, აცხადებს, რომ წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანაცვლოდ “მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა”.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ვატო წერეთელმა პროვოკაცია მოაწყო.

“უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე”, – თქვა დეპუტატმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოში ცოტა ხნის წინ მოხდა. ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share