“თუ დაიმსახურებ, ამერიკა ვერ დაგიცავს, ყბაში მაინც მიიღებ! ეს ისე, სამახსოვროდ!”

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია”ტვ პირველის” მფლობელ ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“თუ დაიმსახურებ, ამერიკა ვერ დაგიცავს, ყბაში მაინც მიიღებ!
ეს ისე, სამახსოვროდ!”, – წერს ხოფერია.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე “ტვ პირველის” მფლობელს, ვატო წერეთელის თქმით, მას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო, აშშ-ის საელჩოს განმარტებით, კი ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share