ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე “ტვ პირველის” მფლობელის ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ვისაც ვატოზე ფიზიკური ძალადობის შესაფასებლად ვიდეომტკიცებულება ჭირდება, ალბათ დილით ლიფლეტების დამრიგებელი სტუდენტის დახრჩობის მცდელობის კადრი არ უნახავს..
ხოდა, ვინც ამ მოძალადე ზონდერებს ახალგაზრდებს უქსევს, იმისგან უარესს რატომ არ ველით…
რაც შეეხება საელჩოს ტერიტორიას: მე ის მიკვირს ,,ომში ჩათრევის” ბრალდების და დემონსტრირებული სიველურის შემდეგ ამ ხალხს რომ მიღებაზე იწვევენ და ხელს ართმევენ. სამწუხაროა, მაგრამ ღიად უნდა ვთქვა, რომ ესეც ამ მოძალადეების ირიბი წახალისებაა”, – წერს გიორგი თარგამაძე.