„გაცნობებთ, რომ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდი სალომე ზურაბიშვილის

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, – ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ“, – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share