გურიის რეგიონში სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძენენ

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიების ჩართულობით, რეგიონში მცხოვრები მუნიციპალური სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძენენ.

სამივე მუნიციპალიტეტის მერმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს და მათ კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტების შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ სააფთიაქო ქსელებთან გაფორმდა: ,,ავერსი – ფარმა“, „პსპ ფარმა“, „იმპექსფარმი“ და სს „გეფა“ (ფარმადეპო, ჯი პი სი);

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share