“ტიტუშკები” დღეს ფოთში გააქტიურდნენ – “შინ ევროპისკენ” კამპანიისას, გიგი უგულავას პარტაქტივი უპირისპირდება

ამ წუთებში ხმაურია ფოთის ბაზარში, სადაც ტიტუშკები გააქტიურდნენ და კამპანიის “შინ ევროპისკენ” ჩაშლას ცდილობენ . “ოცნების” პარტაქტივი, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას უკვე რამდენიმე დღეა ხელს უშლის საქართველოს რეგიონებში, ამჯერად ფოთში უპირისპირდება სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო ბუკლეტებს ადგილზე გიგი უგულავა არიგებს. დაორგანიზებული პარტაქტივის რამდენიმე წარმომადგენელი კი მასა და კამპანიის სხვა მონაწილეებსაც, რომელთა შორისაა ლევან თარხნიშვილი, ქვეყნის “ომში ჩათრევაში” ადანაშაულებს.

ფოთის ოცნების ოფისში დიდი სამზადისია. მიდის ბოლო ინსტრუქტაჟი ვინ სად უნდა ჩასაფრდეს – დაწერა გიგი უგულავამ ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ.

კადრებში ჩანს, რომ მოვაჭრეების დიდი ნაწილი  ევროინტეგრაციის საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს კეთილგანწყობით ხვდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share