“დედის გინებაზე პასუხად ხელის გარტყმას საქართველოში მიენიჭოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი”

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი საქართველოს კულტურის მინისტრს ინიციატივით მიმართავს:

“საქართველოს კულტურის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს:

გთხოვთ გამოხვიდეთ ინიციატივით, რათა დედის გინებაზე პასუხად ხელის გარტყმას საქართველოში მიენიჭოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი და იუნესკომ შეიტანოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

საკითხის აქტუალიზებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით და ბიძინა ივანიშვილის ბრინჯაოში ჩამოსხმული ბიუსტით.
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ოდიშარია, ირაკლი ზარქუა და ლევან მგალობლიშვილი იმავე საკითხის აქტუალიზებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ღირსების მედლით და ბიძინა ივანიშვილის დიდი პორტრეტით.
შენიშვნა: ბიუსტის და პორტრეტების შეძენის ხარჯის 50%-ს დაფარავს ქართუ ჯგუფი”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე “ტვ პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მტკიცებით, მას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო და ყურში, ჩუმად რაღაც უკადრებელი აკადრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share