“საქართველოში გარკვეულ უკანგადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ” – ამის შესახებ TV ფორმულას ეთერში ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ ისაუბრა.
”მოლდოვის ახალმა მთავრობამ, ახალმა პრეზიდენტმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაიარა რთული და სიღრმისეული რეფორმების გზა და ამით გამოიკვეთა პროევროპული ტენდენცია. საქართველოში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც უკან არის გადადგმული – არა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ.
ზოგჯერ ასეთი ნაბიჯები დაფიქსირდა საქართველოში, რაც არამხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უკანაც მიჰყავს. სწორედ ეს უნდა მოგვარდეს ამ 6 თვის განმავლობაში. ცალსახად უნდა გაიაზროს მთავრობამ და ოპოზიციამ, რისი გაკეთება სურს.
ევროკავშირისთვისაც სწორედ ეს არის მოლოდინი – არამხოლოდ გეგმის წარდგენა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას წლის ბოლომდე. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო” – ამბობს ელჩი.