ვიცი, ევროკავშირის დროშის დაწვა დასჯადია – არ არის პრობლემა – მორგოშია

”კვირაში ასეულობით ევროკავშირის დროშას წვავენ, იმიტომ, რომ ევროპა, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ასოცირდება ბოკერიასთან, სააკაშვილთან და სხვასთან და სახვასთან. ვიცი, რომ ეს დასჯადია. თუ ამაზე დასჯიან, არ არის პრობლემა, დაისჯებიან კანონის ფარგლებში” –

ამის შესახებ რადიკალური ჯგუფების ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა.

ცნობისთვის, “ალტ-ინფოს” მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მსვლელობით EU-ს ოფისთან მივიდნენ და საქართველოს დროშა გაშალეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share