ბიძინა განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერტმფრენით გაგვასწრებს – ბერძენიშვილი

ბიძინა ივანიშვილი განსასჯელის სკამზე მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფიზიკურად თვითმფრინავით ან ვერტმფრენით გაგვასწრებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„3 ივლისს არ წყდება ყოფნა-არყოფნის საკითხი. ვინც თვლის, რომ 3 ივლისს „ან ყველაფერი ან არაფერი“, ის ისევე ცდება, როგორც ცდებოდა შარშან, შარშანწინ, 2013 წელს და ა.შ. „ყველაფერი ან არაფერი“ არ წყდება, მეტიც, იმ თემების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც საქართველოში აქტუალურია, წყდება სამხედრო ასპარეზზე უკრაინაში. რაც მალე დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მალე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გაემზადება პოლიტიკური ხელისუფლების დასათმობად.

თავის დროზე, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთად რომ მიდიოდნენ, ესტონეთმა გაასწრო დანარჩენ ორს და ორი წლით ადრე მიიღო ევროკავშირის კანდიდატობა, დააწიეს მერე დანარჩენი ორიც. ასეთი რამ ხდება, ამაში არაფერი კატასტროფული არ არის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share