”ერთ მხარეს დგას ქვეყნის წინსვლით გულანთებული ადამიანები, მეორე მხარეს ოკუპანტის მადიდებელი ან ქვეყნის გამყიდველები”

სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისათვის” წევრი ირმა გორდელაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
”წინა უახლოესი და დღევანდელი დღეც იმის ლუსტრაციაა რა დღეშიც ვართ.
გონიერ ადამიანს აღარ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
ერთ მხარეს დგას სიყვარულით, თავისუფლების და ქვეყნის წინსვლით გულანთებული ადამიანები.
მეორე მხარეს ოკუპანტის მადიდებელი ან ქვეყნის გამყიდველები.
გზააბნეულთ და ჩირგვებში შიშით მომლოდინეთ გზა გავუნათოთ ერთად დგომით.
ღირსეულნო! ხვალ 3 ივლისს რუსთაველზე ვიკრიბებით მამულიშვილნი .
საქართველო იყო და იქნება წილხვედრი თავისუფლებისა!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share