25 წლის რუმეისა გელგი ამჟამად ცოცხლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალია – მისი სიმაღლე 215,6 სანტიმეტრია (2021 წლის ბოლოს მონაცემებით). გარდა ყველაზე მაღალი ქალის ტიტულისა, იგი რამდენიმე რეკორდს ფლობს.
- 2014 წელს, 17 წლის ასაკში, იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მოზარდ გოგონად დაასახელეს – მისი სიმაღლე 213,6 სმ იყო.
- მას ქალებს შორის ყველაზე გრძელი თითი აქვს (11,2 სმ),
- მისი ხელების სიგრძე 24,9 სმ-ია (მარჯვენა) და 24,2 სმ-ია (მარცხენა), რაც ქალებს შორის რეკორდული მაჩვენმებელია.
- ასევე მას ქალებს შორის ყველაზე გრძელი ზურგი აქვს – 59,9 სმ.
რუმეისას სიმაღლე იშვიათი გენეტიკური მუტაციის “დამსახურებაა”, რომელსაც უივერის სინდრომი ეწოდება. იგი სხეულის სწრაფ ზრდას იწვევს, ასევე ზღუდავს სახსრების მოძრაობას და ასუსტებს ძვლებს.
5 წლის ასაკში მან ორი რთული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგადაც შეძლო ფეხზე დადგომა, დთუმცა სპეციალური საშუალებებით გადაადგილდებოდა.
დაავადებასა და უჩვეულო სიმაღლეს რუმეისასთვის მიზნების განხორციელებაში ხელი არ შეუძლია. მას არ შეეძლო სკოლაში სიარული, მაგრამ სრულყოფილი განათლება მიიღო სახლში.
მას ძალიან იზიდავდა ტექნოლოგიური სფეროები, ამიტომაც ვებსაიტების დამზადება და დიზაინი შეისწავლა. გარდა ამისა იგი ადვოკატი და მკვლევარია.
აღსანიშნავია, რომ ცოცხალთაგან ყველაზე მაღალი მამაკაცი და შესაბამისად ყველაზე მაღალი ადამიანი ასევე თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით ქურთი სულტან კიოსენია, რომლის სიმაღლეც 251 სმ-ია.
* რაც შეეხება ყველაზე მაღალ ქალს მსოფლიოს ისტორიაში…
დოკუმენტურად დაფიქსირებულია, რომ ამ ტიტულს ჰოლანდიელი ტრეინტიე კეევერი ფლობს. იგი 1616 წლის 16 იანვარს დაიბადა და 1633 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი სიმაღლე 254—257 სანტიმეტრი იყო. ის 17 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.