ტრაილერი მინივენს შეეჯახა – დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მანავში – ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ვებგვერდს დაუდასტურა, რომ  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share