უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მდებარე ბაზაზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.
ამის შესახებ ქალაქის დევნილობაში მყოფმა მერმა განაცხადა.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“ იტყობინება, საჰაერო იერიში მელიტოპოლში იმ არეალში იქნა მიტანილი, სადაც ქალაქის აეროპორტი მდებარეობს, თუმცა, მედიასაშუალებას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.