თურქეთის საბაჟოზე დააკავეს რუსული სატვირთო გემი, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა – განაცხადება ამის შესახებ, თურქეთში უკრაინის ელჩმა გააკეთა.
“ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა. გემი ამჟამად დგას პორტის შესასვლელთან, ის თურქეთის საბაჟო ორგანოებმა დააკავეს”, – განაცხადა ელჩმა ვასილ ბოდნარმა.
Reuters-ის ცნობით, ბოდნარმა თქვა, რომ გემის ბედს ორშაბათს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაწყვეტს.