თანამედროვე ქართველი მწერალი, ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი და პროფესორი თემურ კილაძე, იტალიაში საკუთარი წიგნის, „ოქროს საწმისის“ იტალიური თარგმანის პრეზენტაციას გამართავს.
ავტორი მკითხველებს პირადად შეხვდება. პრეზენტაცია 7 ივლისს, ქალაქ ბარიში ქართულ რესტორან ლაღიძის წყლებში, ხოლო 10 ივლისს ფლორენციაში რესტორან „ამალფიში“ გაიმართება.
“ოქროს საწმისი“ იტალიურმა გამომცემლობა, “albatros“-მა გამოსცა და ის უკვე იტალიის წიგნების მაღაზიათა ქსელში იყიდება.
”სულ ვიმეორებ აჩუქეთ რომანი თქვენს იტალიელ ნაცნობებს, იმიტომ რომ მე გამამდიდრებს, მთავარი მიზანია გააცნოთ უცხოელებს, რომ არ ვართ ხელწამოსაკრავი ერი. რომანი მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის ისტორიას ასახავს, ეს ანალიზი მხოლოდ ზედაპირულია, სხვანაირად იუმორი არ გამომივდოდა და წიგნი კი სავსეა სიყვარულით, ოპტიმიზმით და იუმორით. ჩემნაირების და თქვენნაირების ყოველდღიური ცხოვრებით. იქნებ ნაჩუქარი თქვენმა იტალიელებმა წაიკითხონ და თქვან, ახლა კი ვხვდები რატომ არიან ასეთი კარგი ქართველი „ბადანტეები“, თურმე მთელი ერი ყოფილა ასეთი საოცარიო“ – აცხადებს მწერალი და წიგნის პრეზენტაციაზე გელით.