პროევროპული აქციის პარალელურად ქარსელაძე, კვალიაშვილი, ფურცელაძე მერიის კონცერტზე მღერიან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის შინ ევროპისკენ პარალელურად სამგორში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტი მიმდინარეობს.

სამგორის გამგეობის ცნობით, კონცერტზე მღერიან დუეტი ჯორჯია; ქართული ხმები; მაია ჯაბუა; ეკა კახიანი; ეკა კვალიაშვილი; ფლეში; გიორგი მეფისაშვილი; დათო ფორჩხიძე; ნინი ქარსელაძე; აჩი ფურცელაძე; ლიკა დოლიძე; კახა კუხიანიძე; გია ნიკოლაძე და ლეონი.

ამ წუთებში რუსთაველზე მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share