”მეგობრებო დღეს ვეღარ შევძელი პირის მომუწვა და ყურების დახშობა, რადგან 9 აპრილიდან მოყოლებული მეც სულ აქ ვდგავარ, თუმცა შეუმჩნევლად. სიმართლე ნათლად და მოკლედ ითქმის. ეს ძალიან კარგად სცოდნიათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებმაც გასაგებად გვითხრეს, ქართველებო, მოგვეხმარეთ, რომ მოგეხმაროთ. ამაში იგულისხმება ის 12 პუნქტი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ.”
აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა აქციაზე “შინ ევროპისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.