ღარიბაშვილის შეწუხება დასჯადია – პრემიერის სიმშვიდეს 600 პოლიციელი იცავს და აქტივისტებს დაჭერით ემუქრება

“სირცხვილიას” აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს პოლიციამ მოუწოდა ხმაური შეწყვიტონ, რადგან თუ ხმაური პრემიერსა და მინისტრებს შეაწუხებს, დააკავებენ.

მჟავანაძე ამბობს, რომ ადგილზე 200-მდე აქტივისტია, მათ ჩართული აქვთ “სირენები”, ისმის სასტვენებისა და დოლების ხმა. ადგილზე აქტივისტების თქმით, დაახლოებით 600 პოლიციელია მობილიზებული.

“დღეს რასაც აქ ვუყურებთ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს მოუწოდებენ დატოვონ ტერიტორია, დატოვონ კიბეები, ეს არ არის სავალი ნაწილი, ჩვენ ვიყენებთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვმოქმედებთ, ამ დროს მოდის პოლიცია და გვეუბნება, თუ ჩვენ არ შევწყვეტთ ხმაურს ქუჩაში, და ეს ხმაური თუ შეაწუხებს მთავრობის სხდომაზე მჯდომ პრემიერსა და მინისტრებს, მაშინ ისინი დაგვაკავებენ. ეს არის სრული ნონსენსი რაც ახლა გვესმის და აქამდე ეს არასდროს გაგვიგია პოლიციისგან”, – თქვა გიორგი მჟავანაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share