ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს:
“როცა უბანში ყველაზე მდიდარი ხარ, ბევრი შენი ხელიდან იკვებება, შენ გემსახურება და ამით გაზულუქებულ შენ შვილებს თავში აქვთ ავარდნილი… დათარეშობენ…ხან მეზობლებს ფანჯრებს ჩაუმტვრევენ, ხან მანქანას დაულეწავენ, მათ შვილებს ჩაგრავენ, რადგან ფიქრობენ, რომ “ეკუთვნით”…
შეწუხებული ხალხი მოგაკითხავს და შენ ეუბნები – მე რა შუაში ვარ, ზრდასრულები არიან, იმათ მოკითხეთო… Разве это нормально?!
კარგი მშობელი ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, შვილებს როზგის ქვეშ გაიგდებდა, მოთოკავდა, უბანს მოაშორებდა და თუნდაც “სასწავლებლად გაუშვებდა”….
არ ხარ ბიძინა შენ კარგი მშობელი…”,- წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.