დღევანდელი იუბილარი, მერლინ მენსონი, თანამედროვეობის იმდენად მეგაპოპულარული და სკანდალური მომღერალია, რომ მის ირგვლივ არაერთი მცდარი მოსაზრება მუსირებს, ხოლო ყველაზე საუკეთესო და 100%-იანი ფაქტები კი ქვემოთაა მოყვანილი.
მაშ ასე:
1. მერლინ მენსონი სცენური ფსევდონიმია და ამერიკული პოპ კულტურის ორი ცნობილი ხატის სახელებისგან შედგება – მერლინ მონროსა და ჩარლზ მენსონის. ხოლო მისი ნამდვილი სახელი ბრაიან ჰიუ უორნერია.
2. მენსონი ბავშვობაში პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით ქრისტიანულ სკოლა “შთამომავლობაში” დადიოდა. სხვა ყველაფერთან ერთად, ამ სკოლაში ბავშვებს სპეციალურ გაკვეთილებს უტარებდნენ, რომლებშიც ხსნიდნენ, თუ რომელი მუსიკის მოსმენა არ შეიძლება და რამდენად დამღუპველად მოქმედებს ესა თუ ის ჟანრი ან ჯგუფი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. თუმცა, მენსონს “აკრძალული ხილი” იმდენად იზიდავდა, რომ ზუსტად იმას უსმენდა და იმ ჯგუფების ალბომებს ყიდულობდა, რომლებსაც სკოლაში კრძალავდნენ.
3. სანამ სამუსიკო კარიერის შექმნაში გადაიჭრებოდა, მენსონი მუსიკალური ჟურნალისტის კარიერას იწყობდა. ამან მას საშუალება მისცა უშუალოდ გაცნობოდა პოპულარულ ჯგუფებსა და შემსრულებლებს. ჟურნალისტად მუშაობისას, მან ჩამოაყალიბა თავისი ჯგუფი – Marilyn Manson and the Spooky Kids.
4. 1989 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფი Marilyn Manson and the Spooky Kids უკვე 1992 წელს გარდაიქმნება Marilyn Manson-ად.
კოლეჯში სწავლისას, ბრაიანი გაიცნობს სკოტ პუტესკის. სკოტი მენსონის ტექსტების წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩება და ამ უკანასკნელს ჯგუფის შექმნას შესთავაზებს. მათ მალევე უერთდებათ ბასისტი ბრაიან ტუტუნიკი. სკოტი და ბრაიანი ირჩევენ სასცენო სახელებს დეიზი ბერკოვიცი და ოლივია ნიუტონ ბანდი, შესაბამისად.
5. სანამ მენსონი სახელს გაითქვამდა, მანამ შიშვლად პოზიორობდა სხვადასხვა გამოცემებისთვის.
6. 1998 წელს, ისეთი მსხვილი სავაჭრო ქსელები, როგორებიცაა Wallmart, K-Mart და Target, მენსონის ალბომ “Mechanical Animals” გაყიდვაზე უარს ამბობენ. ალბომის გარეკანზე მენსონის თავი ომეგას ტანზე იყო “მიკერებული” – უცხოპლანეტელის, ქალის მკერდით.
მოგვიანებით, 1999 წელს, Wallmart საერთოდ ბანს ადებს მენსონის ყველა ალბომს და ამას იმავე პერიოდში, კოლუმბაინის სკოლაში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირებს, რა დროსაც სკოლაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა დაფიქსირდა.
7. მენსონის მუსიკის ზეგავლენას ბრალდება ზემოთ ნახსენები ტრაგედია.
დატრიალებული ამბების შემდეგ მოსწავლეები აცხადებენ, რომ ხოცვა-ჟლეტვის ავტორები, დილან კლიბოლდი და ერიკ ჰარისი, მერლინ მენსონის ფანატები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვევა, რომ ეს ტყუილი იყო.
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მასმედიას საბაბი მისცემოდა, თითქოსდა მენსონის სიმღერების ტექსტები და მისი არაერთგვაროვანი ქცევები სცენაზე, ნეგატიურად მოქმედებდნენ ახალგაზრდებზე.
თავის მხვრივ, მენსონმა თავი იმითი იმართლა, რომ ის არ ეწეოდა ძალადობის, სუიციდის, სიძულვილისა და ზიზღის პროპაგანდას. ის ასევე აცხადებდა, რომ ამ ინციდენტმა მისი კარიერა ლამის დაღუპა.
8) “Home Alone“-ს მსახიობმა, მაკოლეი კალკინმა, მენსონს პირველი სიგარეტი უყიდა.
ფილმში “Party Monster“, სიუჟეტის თანახმად მენსონს უნდა მოეწია სიგარეტი, რომელსაც ის არ ეწეოდა და თავისთავად თან არც ჰქონდა, რადგანაც თვლიდა, რომ სიგარეტი მავნებელი იყო ჯანმრთელობისთვის. ზუსტად ამ დროს, კალკინმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, “დრო იხელთა” და მენსონს სიგარეტი უყიდა.
9) მენსონი სამჯერ იყო ჯვარდაწერილი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაქორწინდა – დიტა ფონ ტისზე, რომელსაც ორი წლის შემდგომ შორდება.
10) მენსონი საკმაოდ ბევრ ფილმსა და სერიალშია გადაღებული, მაგ. Eastbound & Down, Sons of Anarchy, Californication.
11) მერლინ მენსონი და ჯონი დეპი ძმაკაცები არიან, იმ დონის, რომ ერთნაირი ტატუებიც კი აქვთ.
12) 1998 წელს მენსონი უშვებს თავის ავტობიოგრაფიას სახელდობრ “The Long Hard Road Out of Hell”, რომელშიც ყველაფერთან ერთად, თავისი ბაბუის სექსუალური ფეტიშებიც აქვს ნახსენები.
13) მენსონს მხატვრობა ძალიან უყვარს და თავადაც ხატავს.
14) მას ასევე უზომოდ უყვარს აბსენტი, იმ დონეზეც, რომ 2007 წელს, შვეიცარიის ერთ-ერთმა ქარხანამ მისი სახელობის – “Mansinthe”, აბსენტის წარმოებას იწყებს.
15) ფაქტი, რომელიც მენსონის ყოველ მოყვარულს გაუგია, ამისი სჯერათ და სწამთ კიდევაც, ორი ნეკნის ამოკვეთის თაობაზე, უბრალოდ და მარტივად – მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე