მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო მდიდრდება. ირკვევა, რომ ბოლო ერთ თვეში მისი ქონება სულ მცირე, ასი მილიონი დოლარით გაიზარდა და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სულ უფრო უახლოვდება სიღარიბის ზღვარს და ივანიშვილის კლანი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფაქტობრივად არაფერს აკეთებს.
მამუკა მდინარაძე: “კომპლექსის გაჩენას ცდილობენ იმაზე, რომ თუ ეს ადამიანი რამე კარგს გააკეთებს, მასზე კარგი არ ითქვას. არც ეჭვი არ არსებობს რეალურად, რადგან ეს ოპოზიციის მესიჯბოქსის ნაწილია და ფაქტიც არ არსებობს საქართველოში ქველმოქმედების გარდა პირიქით, მოქმედება თუ აქვს ამ ადამიანს რაიმე განხორციელებული”.
რას ამბობს ხალხი?
“მისი ქონება ასი მილიონით გაიზარდა მისი ქონება და ჩვენი? ეს სამართლიანობაა? ჩვენი მცირდება მხოლოდ და ზარალზე მივდივართ”,
“კიდე მეტით უნდა გაიზარდოს, ორჯერ მეტით და ასჯერ მეტით, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ვერ ისწავლა შავი და თეთრი…ჩვენ ასე გაჭირვებაში უნდა ვიყოთ, ღირსები ვართ”. მოქალაქეები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილოები არიან, რადგან ბოლო ერთი წელია სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან. მათთვის უსამართლობაა, როცა ოლიგარქი მდიდრდება მაშინ, როცა თვითონ არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.
“ჩემი ქონება რომ შემცირდა ვიცი და ბიძინას ქონება ყოველთვის იზრდებოდა და კიდე გაიზრდება”
“კარგს არაფერს ვფიქრობ მაგ ადამიანზე, არც ერთი დანაპირები არ შეგვისრულა”.
ივანიშვილმა მთელი ქონება შპს გადააქცია, ასეთი შეფასება მოჰყვა ბლომბერგის ბოლო მონაცემებს ოპოზიციაში.
“მთავარი მოტივაცია, რის გამოც მას უნდა ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი იყოს არის მხოლოდ ის, კარგი გარემო იყოს სწორედ ბევრი მილიონის დაგროვებისთვის”
“დედამიწას დღეს არ ჰყავს იმ დონის კრიმინალი, რასაც წარმოადგენს ეს პერსონა, ბიძინა ივანიშვილი. მას ჩაგდებული აქვს პოლიტიკური ძალაუფლება, რომელმაც მოიპარა ქვეყანა და სახელმწიფო , რომელიც მასობრივად ათეთრებს შავ ფულს”.
ბლომბერგის მონაცემებით, მას შემდეგ რაც ივანიშვილის ქონება 100 მილიონით გაიზარდა, მან მსოფლიო მილიარდერთა სიაში 439 ადგილი დაიკავა. დღეს მისი ქონება ოფიციალური მონაცემებით 5’67 მილიარდს შეადგენს.