”ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.” –
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
”რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხდება გმირთა მოედანზე მემორიალის მოწესრიგება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად ვიწყებთ ინოვაციური პროექტის – Street Art-ი ოზურგეთისთვის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას, მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით.
პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.” – წერს თალაკვაძე.