მეზიზღება 5 ივლისი! მარტო ტკივილი და უსუსურობა მახსენდება. – ამის შესახებ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს.
“მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! მარტო ტკივილი და უსუსურობა მახსენდება,
მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზზიღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად.
ერთი დღე რომ ატრიალებს ცხოვრებას და მერე სულ ამასთან რომ ხარ დაკავშირებული ასეთი დღეა,
სოციალური ქსელი პატრიარქის ფოტოებით აქვთ აჭრელებული პროფაილ სურათზე შვილიშვილების ფოტოები უდევთ და ამ დროს ისეთი სიტყვებით მლანძღავენ საერთოდ ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება იჯდე და ვინმეს მიმართ მსგავსი რამის სურვილი გაგიჩნდეს.
წერენ რომ ჩემ გამო სცემეს ლექსო ის ადამიანები ,რომლებიც ერთი წამითაც არ ყოფილან იქ ამბობენ რომ გმირი ბიჭები დავაჭერინე, რომლის დედებსაც ერთხელ არ მოუწერიათ ჩემთვის, არც მათი შვილებისთვის უკითხავთ კი მაგრამ “სამშობლოს თუ იცავდით” ამ ორმა კაცმა იმ კორპუსში შემწყვდწულებმა რა დაგიშავესო არ უკითხავთ მათი შვილებისთვის დედა რაც არ უნდა ეთქვათ და ექნათ ერთი კაცი როგორ სცემეთო არ უკითხავთ და მაინც გმირ ბიჭებს ეძახიან მათ!
ხან პროვოკატორი ვარ და ხან მაბრალებენ რომ ლგბტ სამკლაურით დავდიოდი იმ დღეს ათას სისულელეს იგონებენ რომ გაუნათლებელი მასა ჩემ წინააღმდეგ აგრესიულად განაწყონ.
ათას სიბინძურეს მწერენ და მეუბნებიან რომ ვიღაცას პუტინისტს ვეძახდი, თუმცა ამის არცერთი მტკიცებულება არ აქვთ.” – წერს ბაღათურია.