“4 დათმე 4 სექტემბრამდე” – ნიკა გვარამია “ქართულ ოცნებას”

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან  მიმართვას ავრცელებს, რომელიც მის Facebook-ის გვერდზე ქვეყნდება.

ნიკა გვარამია “ქართულ ოცნებას” 4 საკითხის დათმობისკენ მოუწოდებს.

“ქართულ ოცნებას: 4 დათმე 4 სექტემბრამდე

1. დათმე საარჩევნო სისტემა

2. დათმე ცესკო

3. დათმე სასამართლო კლანი

4. დათმე გენერალური პროკურორი

ვადამდელი არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემებით, ახალი ცესკოთი, დეპოლიტიზებული სასამართლოთი და პროკურატურით. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ევროკავშირის წევრობის სტატუსი სლოვაკური სცენარით”- წერს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share