მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “ემპათიას” სამედიცინო დასკვნა ამ კვირაში გასაჯაროვდება.
კომისიის წევრების შეფასებით, შესაბამისი მკურნალობის გარეშე მესამე პრეზიდენტი შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. სპეციალისტების მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა დაგვიანდა, მედიკოსების რეკომენდაციები კი პენიტენციურმა სისტემამ არც ერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა.
“ამჟამად მიმდინარეობს შემაჯამებელი დასკვნების შემუშავება ყველა ექსპერტის მონაწილეობით, ასევე, დამატებითი ინფორმაციის შესწავლა. ეს უკვე არის ვერნიკე კორსაკოვისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ძალიან მძიმე გამოსავლის დიაგნოზი. აუცილებელია მიღებულ იქნას გადამწყვეტი ზომები, რათა პაციენტის ჯანმრთელობა არ იყოს პრაქიკულად უნარშეზღუდულობის სტატუსამდე მისული, და უფრო მეტიც, თუკი უმკურნალო დარჩა ეს დიაგნოზები და შესაბამისი რეაბილიტაციის პირობები არ მიეცა, შესაძლებელია შემდგომში კიდევ უფრო გაუარესება და ლეტალური გამოსავალიც”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გააცნობენ, სადაც ის ორ თვეზე მეტია მკურნალობის კურსს გადის.