ოზურგეთის ყოფილი მერის, კოტე შარაშენიძის მოადგილე, ინფრასტრუქტურის დარგში, ოსიკო თოთიბაძე, კომპანია “სანდომის” საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელი გახდა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ინფორმაცია “სანდომში” დაუდასტურეს.
საქართველოს ბაზარზე ერთ ერთი მსხვილი საკონდიტრო ბრენდის, “სანდომის”,მაკვანეთის საკონდიტრო საწარმოს ხელმძღვანელობას, თოთიბაძე მიმდინარე თვის, ივლისის, დასაწყისიდან შეუდგა.
ოსიკო თოთიბაძე ოზურგეთის მერის მოადგილე 2017-21 წლებში იყო.