ბათუმის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე სამივე პირი დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
მოსამართლემ, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღევანდელ სხდომას ბრალდებულები არ ესწრებოდნენ, ისინი განაჩენს დისტანციურად გაეცნენ.
შეგახსენებთ, ტრაგედია ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მოხდა. კორპუსის სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.
მომხდარის გამო, სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს, ორი მუშა და პირველ სართულზე ბინის მეპატრონე. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.
ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია – ნათქვამია მთავარი საგამოძიებო უწყების განცხადებაში. ბრალდებულები ბრალს უარყოფდნენ.