ძალადობრივი და პრორუსული ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის ტელეკომპანია თავად ავრცელებს.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი, ჟურნალისტურ საქმიანობას საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.
როგორც “მთავარ არხს” ,,ტვ მონიტორინგის ჟურნალისტმა შოთიკო სადაღაშვილმა განუცხადა, რადიკალებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, თუ რატომ ჰქონდა მათ ტელევიზიას დასავლური კურსი.
,,თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც,”- ამბობს ჟურნალისტი.
,,ევროპის მომხრეები ხართ?” კიდა ყველას დედას შევ**ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა. ყველას დედას შევ**ეცით, ვინც ტრაკის მიცემით ცდილობს ევროპაში შესვლას – ბოზები ხართ“ – უთხრეს მოძალადეებმა ,,ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს.
ტელეკომპანია “მონიტორინგი” პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მოითხოვს რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ,,კონსერვატორები“ თავს ესხმიან.