2 – 3 ივლისს ქ. ბათუმში დაშნით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი აჭარის დამსახურებულ მწვრთნელს , ზ. თავაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ასპარეზობა ორ ასაკობრივ ჯგუფში 2006 – 2007- 2008 წწ ; 2009 – 2010 – 2011წწ , ვაჟებში და გოგოებში ჩატარდა.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ფარიკაობის სექციის სპორტსმენები.
ნია თედეშვილი ( 2010 წ) – III ადგილი
ალექსანდრე თოიძე ( 2010 წ) – III ადგილი
დავით ჭახნაკია ( 2009 წ) – III – ადგილი
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.